Tuesday, May 14, 2013

წიგნის ფასი

პროექტის სახელწოდება:"წიგნის ფასი"
სკოლა: მესტიის რაიონის ფარის საჯარო
პროექტში მონაწილეები:XII კლასისი მოსწავლეები.
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი: ეკა წულუკიძე
პროექტის აქტუალობა(პრობლემა):ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებში ჩატარებულმა გამოკითხვებმა ცხადყვეს, რომ მოსწავლეებში დაბალია წიგნისადმი ინტერესი,მოსწავლეთა ცხოვრებაში წიგნი შეცვალა სხვადასხვა გასართობებმა და კომპიუტერმა.გამოკითხულთა უმეტესობამ, არსებული პრობლემის  ერთერთ  მიზეზად დაასახელა საინტერესო წიგნების უქონლობა,ბიბლიოთეკის არ არსებობა.
პროექტის მიზანი:,
  •   პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
  • თანამედროვე მხატვრული,სამეცნიერო თუ საბავშვო ლიტერატურით აღჭურვილი სასკოლო ბიბლიოთეკის შექმნა.
  • .ბიბლიოთეკა შეითავსებს  ლიტერეტურული წრის  ფუნქციას,სადაც ყოველთვიურად გაიმართება ლიტერატურული შეხვედრები მკითხველებთან.
  •  მოსწავლეებში  წიგნიერების  დონის ამაღლება
  • წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაღრმავება.
  • შემოქმედებითი უნარის განვითარება.
  • პროექტის წერისა და მართვის უნარის განვითარება
  • საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარება
  • პროექტის ამოცანები:      
  • ჩავერთოთ საგრანტო კონკურსში თანხის მოპოვების მიზნით,აქტიურად ჩავრთოთ საზოგადოება პრობლემის გადაჭრის საქმეში.   
  • მოვაწყოთ სათანადო მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოთეკა,სადაც  ყოველთვიურად გაიმართება ლიტერატურული შეხვედრები,განხილვები წაკითხული წიგნების გარშემო.
  • მკითხველთა შორის მოტივაციის  ამაღლების მიზნით ყოველთვიურად გამოვავლინოთ "თვის საუკეთესო მკითხველი"
  • შეხვედრა ქართველ მწერლებთან ,საუბარი ლიტერატურაზე.
  •     
პროექტის აქტივობები:

  • შევქმნით სამუშაო ჯგუფს,ავირჩევთ ხელმძღვანელს და გადავანაწილებთ ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობებს.
  • თანხის მოძიება.
  • შევიტანთ საპროექტო განაცხადს  ctc-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.
  • მოვაწყობთ თემში აქციას სახელწოდებით "ერთი წიგნი თქვენგან ჩვენს თაროზე"ადგილობრივი მოსახლეობისაგან მივიღებთ შემოწირულობას ერთი წიგნის საფასურს.
  • შევქმნით პეტიციას დირექტორის სახელზე,ვთხოვთ გამოგვიყოს ბიუჯეტიდან გარკვეული რაოდენობის თანხა.
  • სოციალური ქსელების დახმარებით მივმართოთ საზოგადოებას შემოუერთდეს ჩვენს ინიციატივას.
  • დავუკავშირდეთ, სხვადასხვა გამომცემლობებს და კერძო პირებს დახმარების თხოვნით.
  • ბიბლიოთეკი ოთახის მოწყობა.
  • მივმართოთ თხოვნით დირექციას ბიბლიოთეკისათვის საჭირო ფართის  გამოსაყოფად.
  • წიგნის თაროების დამზადება.
მზადება ღონისძიებისათვის:
  • ჩატარდება გამოკითხვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში თემაზე თუ რატომ დაშორდა ახალგაზრდობა წიგნს.
  • დამუშავდება გამოკითხვის შედეგები .
  • გამოკითხვის შედეგები გამოისახება დიაგრამების სახით exsel პროგრამის დახმარებით.
  • გამოცხადდება წიგნის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ესეების კონკურსი.
დასკვნითი ღონისძიება:
  • მოწვეული იქნებიან მშობლები და სასკოლო საზოგადოება
  • დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ
  • მოხდება გამოკითხვის შედეგების გაცნობა
  • მოეწყობა დისკუსია თამაზე" რატომ დაშორდა ახალგაზრდობა წიგნს?"
  • გამოვლინდებიან საუკეთესო ესეებისა და ნახატების ავტორები
  • გამარჯვებული ნახატისა და ესეს ავტორი დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და წიგნებით
  • ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელებით

შედეგები:
  • შეიქმნა  წიგნადი ფონდი
  • გაიხსნა  ბიბლიოთეკა ,თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურით აღჭურვილი..
  • ახალგაზრდობას გაუღრმავდა ინტერესი წიგნისადმი
  • ამაღლდა წიგნიერების დონა ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის.
  • მოსწავლეებმა   ისწავლეს  პრობლემის დანახვა-გააზრება და მის გადაჭრის გზების ძიება.
  • გაიუმჯობესეს  გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის  უნარ-ჩვევა.
  • დაეუფლნენ პროექტის წერისა და მართვის უნარ-ჩვევებს.
  • გაიუმჯობესეს თემთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:


ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·         შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·         პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·         დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
·         დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.
 პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები


მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
ა) წიგნიერება.
) ციფრული წიგნიერება
) რაოდენობრივი წიგნიერება.
ი)სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.


რესურსები:
ადამიანური რესურსები:
მოსწავლეები,ხელმძღვანელი პედაგოგი.
კომპიუტერი, ფოტო აპარატი ფლიფჩარტი,ფურცლები მარკერები,ფერადი ფანქრები.