წიგნადი ფონდის შექმნა:
- პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი დაუკავშირდა ბატონ დათო ტურაშვილს დახმარების თხოვნით. დათო ტურაშვილმა მოუწოდა სხვადასხვა გამომცემლობებსა და კერძო პირებს ჩართულიყვნენ ფარის საჯარო სკოლისათვის წიგნების შეგროვების აქციაში.მოწოდებამ ნაყოფი გამოიღო და 20 იანვარს ფარის საჯარო სკოლას ბატონმა დათომ გადასცა 130 წიგნი.ამ აქციას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი,რომელმაც საჩუქრად გადმოგვცა 30 მდე არაჩვეულებრივი წიგნები.
- 25 დეკემბერს საპროექტო განაცხადი შევიტანეთ ctc-ის(ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდობისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით) მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში,რითაც მოვიპოვეთ 550 ლარი გრანტი და შევიძინეთ 70 მდე წიგნი
- პარალელურად შევქმენით პეტიცია დირექტორის სახელზე,ვითხოვდით აღნიშნულ პროექთში დირექტორის თანადგომას და გარკვეული თანხის გამოყოფას წიგნების შესაძენად.დირექტორისაგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა დ ა 450 ლარი ოდენობის თახა ,რითაც შევიძინეთ 60 წიგნი.
- პროექტის ფარგლებში ფარის თემში მოვაწყვეთ აქცია სახელწოდებით "ერთი წიგნი ჩვენს თაროზე თქვენგან" ამ აქციიდან შემოწირული თანხა შეადგენდა 280 ლარს და შეძენილ იქნა 28 წიგნი.
- ასევე კერძო პირებიოსაგან შემოწირულობის სახით მივიღეთ ნახმარი წიგნები.
- საერთო ჯამში წიგნად ი ფონდი ამ დროისათვის შეადგენს 350 წიგნს..

No comments:
Post a Comment