ნორჩი მკითხველები

2014-15 სასწავლო წლისთვის ბიბლიოთეკის მუშობის ფორმატი შევცვალეთ.
გადავწყვიტე  წიგნისადმი ინტერესი  ადრეული ასაკიდანვე გაგვეზრდა უმცროსკლასელებში..
სწორედ ამ მიზნით განვახორციელე პროექტი " როგორ გავხდე წიგნის მეგობარი"
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მე-3-7 კლასის მოსწავლეები

დასაწყისისათვის მოსწავლეებს შევთავაზე ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები.
 გავაცანი მწერლის შემოქმედებითი გზა და მნიშვნელოვანი დეტალები მისი ცხოვრებიდან.

მოსწავლეები  ორი თვის განმავლობაში კითხულობდნენ ასრიდ ლინდგრენის 
სხვადასხვა ნაწარმოებებს.
ნაწარმოებების გაცნობის შემდეგ გადავედით პროექტის მომდევნო ეტაპზე.
ყოველ პარასკევს "ცხელი სკამის" დახმარებით მოსწავლეებს საშუალება ეძლეოდათ გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟი და ამითი კიდევ უფრო გაეცარდა მსმენელის ინტერესი წიგნისადმი.
Add caption
ბავშვებისთვის მეტად საინტერესო იყო პროექტის ეს ფაზა,მომდევნო ეტაპი ჩვენი ხელით დამზადებულ წიგნს შეიცავდა.
ბავშვებმა საუკეთესო ,ყველაზე საყვარელ პერსონაჟად კარლსონი აღიარეს,ამიტომაც გადაწყვიტეს თავისი ხელით დაემზადებინათ წიგნი,"კარლსონი და ბიჭუნა.
მოსწავლეებმა დახატეს ილუსტრაციები და დაწერეს რეპლიკები თავიანთი ინტერპრეტაციით.


 მოსწავლეთა ნაწილმა იზრუნა წიგნის გარეკანის დამზადებაზე,სხვებმა ილუსტრაციის შექმნაზე და საბოლოოდ წიგნის დამზადებაშყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო


პროექტის "როგორ გავხდე წიგნის მეგობარი"  დასრულდა. 8 აპრილს პატარა მკითხველებმა თეატრალურად გააცოცხლეს ასტრიდ ლინდგრენის წიგნის გმირები:რონია,პეპი,კარლსონი....
მათ რამდენიმე რჩევაც მიაწოდეს დამსწრე საზოგადოებას თუ რატომ უნდა წაიკითხონ და რის სწავლას შეძლებენ ამ წიგნებიდან.
პატარა კარლსონი ფრეკენბოკის მიერ გამომცხვარი ფუნთუშებითაც გაუმასპინძლდა ბავშვებს და თან მისი დანაბარებიც გადასცა,ფრეკენბოკი ბავშვებს სთხოვდა რომ მისი სურვილი,რომელიც თითოეულ ფუნთუშაში იყო დამალული შეესრულებინათ და მისი გული გაეხარებინათ.ბავშვები სიამოვნებით დატანხმდენენ ისე რომ წარმოდგენაც არ ქონდათ რომ ფუნთუშებში იმ წიგნების სათაურები იყო ჩამალული ,რომელიც მათ უნდა წაიკითხონ....
ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ ბავშვები სიტყვას შეასრულებენ და ჩვენი მკითხველთა წრე გაფართოვდება და საინტერესო გაგრძელებას პოვებს შემდეგშიც...
პატარა მკითხველებმა მათ მიერ შექმნილი წიგნის პრეზენტაციაც მოაწყვეს,რომელიც მართლა ძალიან ლამაზი და საყვარელია..
პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით მათ სხვადასხვა ნომინაცია მიენიჭათ.

"ფრეკენბოკის" ფუნთუშები,რომელშიც დამალული იყო სიურპრიზი-წასაკითხი წიგნის სათაური.
წიგნის პრზენტაცია

"დაე იყოს დღეს მზისფერი ყველაფერი"

No comments:

Post a Comment