ბიბლიოთეკა მუშაობს

ჩვენ მიერ შექმნილმა ბიბლიოთეკამ მუშაობა დაიწყო2013 წლის 2 თებერვალს.სადაც მუშაობს ორი მოხალისე პედაგოგი ასისტენტ მოსწავლეებთან ერთად.ყოველ თვიურად ენაცვლებიან ეს პედაგოგები და მათი ასისტენტები ერთმანეთს.ყოველი თვის ბოლოს იმართება ლიტერატურული შეხვედრა,მოსწავლეები მსჯელობენ მათ მიერ წაკითხულ წიგნებზე, ისინი წერენ რეცენზიებს ყოველ წაკითხულ წიგნზე და თან ურთავენ წიგნს დაბრუნებისას ხოლო თვის ბოლოს განიხილება რეცენზიები და გამოვლინდება საუკეთესო რეცენზიის ავტორი. ბავშვები რჩევებს აძლევენ ერთმანეთს თუ რომელი წიგნი უნდა წაიკითხონ და რატომ.
შეხვედრაზე შეჯამდება თვის მიღწევები და შედეგები ,გამოვლინდება თვის საუკეთესო მკითხველი და თვის საუკეთესო ნორჩი მკითხველი,რომლებიც ჯილდოვდებიან სიგელებით.საუკეთესო მკითხველის ფოტო განთავსდება კედლის გაზეთში.
   ამრიგად ბიბლიოთეკამ შეითვისა ერთგვარად ლიტერატურული  წრის ფუნქცია,სადაც პედაგოგები გამუდმებით ცდილობენ მოსწავლეთა დაინტერესებას წიგნით და ხელს უწყობენ მათ წიგნთან დაახლოებაში.
აღნიშნული სტრატეგიის გამოყენების შედეგედ მოსწავლეებში მაღალი  აქტივობა შეინიშნება და იზრდება წიგნის კითხვის მსურველები.

                                           პრველი შეხვედრა მკითხველებთან
7 მარტს ფარის საჯარო სკოლაში სამკითხველოს ამოქმედებიდან ერთი თვე გავიდა.
გამოვლინდა თვის საუკეთესო მკითხველები ,დასახელდა თვის საუკეთესო წიგნი-დათო ტურაშვილის"ჯინსების თაობა".ბავშვები დიდი ემოციებით ყვებოდნენ ამ წიგნის წაკითხვისას მიღებულ შთაბეჭდილებას.

ნორჩ მკითხველთა შორის თვის საუკეთესო მკითხველად დასახელდა ირინი ფარჯიანი


უფროსკლასელებში გამოვლინდა თვის გამარჯვებული ია ვიბლიანი





No comments:

Post a Comment