Tuesday, August 30, 2011

ბიბლია წიგნი ყველასათვის


1.    პროექტის სახელწოდება: ბიბლია – წიგნი ყველასათვის.
2.    პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
3.    პრობლემის აქტუალობა: რადგანაც ბიბლია ისტორიაში ყველაზე გავრცელებული წიგნია, რომელსაც კითხულობენ, მაინც ადამიანთა გარკვეულ კატეგორია სკეპტიკურადაა განწყობილი ამ წიგნის მიმართ. ბევრს ეჭვი ეპარება ბიბლიის სანდოობაში. აქიდან გამომდინარე პროექტიის მონაწილეები ჩაატარებენ კვლევას ბიბლიის ირგვლივ და მოძებნიან პასუხებს კითხვებზე:
·        რა არის ბიბლია?
·        რას შეიცავს ბიბლია?
·        ვინ არის ავტორი ამ წიგნისა?
·        როგორ გადაურჩა ეს წიგნი ჟამთა სიავეს?
·        შეიძლება ვენდოთ ამ წიგნს?
·        ეთანხმება ეს წიგნი მეცნიერებას?
·        რატომ უწოდებენ მას „ცოცხალ „ ენებზე მოსაუბრეს?
·        არის თუ არა ეს წიგნი პრაქტიკული თანამედროვე ცხოვრებაში?
4.    პროექტის მიზნები: პროექტის შესწავლის მიზანია:
·        რატომ არის ბიბლია უნიკალური წიგნი?
·        როდის, როგორ და ვის მიერ იწერებოდა ბიბლია?
·        ნამდვილად ღვთის მიერ არის ინსპირირებული ეს წიგნი?
·        რამდენად რეალურად არსებობენ ის ადამიანები, ვინც ბიბლიაშია მოხსენიებული?
·        სად მდებარეობდა ის გეოგრაფიული ადგილები რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული?
5.    მონაწილეთა ასაკი: IX-X-XI-XIIკლასის მოსწავლეები.
6.    ვადები/ხანგრძლივობა:1–4 კვირა
7.    მისაღწევი შედეგები: მოძიებული ინფორმაცია, საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს გაიღრმავოს ცოდნა, მიიღოს მეტი ინფორმაცია, შეიქმნას სრულყოფილი წარმოდგენა ამ უნიკალური წიგნის შესახებ. გაეცნოს, რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში. რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში გამოუმუშავდებათ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის უნარი. მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას და გამოუმუშავდებათ სოციალური უნარები. გამოუმუშავდებათ საკონფერენციო თემის წერის უნარ–ჩვევა. ისწავლიან მოპოვებული მასალის კომპიუტერულ დამუშავებას(ტექსტის აკრება–რედაქტირება,სლაიდშოუს შექმნა,ელ–ფოსტით ინფორმაციის გაგზავნა–მიღებას)
8.პროექტისათვის  საჭირო რესურსები:კომპიუტერი ინტერნეტის ქსელში ჩართული,სხვადასხვა ენციკლოპედიები(კერძოდ ბიბლიური ენციკლობედია) BBC - ის დოკუმენტური ფილმი ბიბლიის შესახებ.
პროექტის მსვლელობა:ჯგუფების შემადგენლობის განსაზღვრა და ფუნქციების განაწილება
 სხვადასხვა წყაროების საშუალებით მოძიებულ იქნას ინფორმაცია ბიბლიის სესახებ.

დაწერენ საკონფერენციო თემებს
მოპოვებული მასალის დამუშავება და კლასის წინაშე პრეზენტაციის მოწყობა.
შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ისტორია.გეოგრაფია.ქრთული ლიტერატურა.
პროექტის ხემძღვანელი:წულუკიძე ეკა
ეკას ბლოგი–ekatsulukidze.blogspot.com


No comments:

Post a Comment